როგორ ეხმაურება 'ორი ვარსკვლავის' პროდიუსერი გადაცემის მწვავე კრიტიკას
15:25:50     20-03-2014
მას მერე, რაც 'იმედის' ეთერში 'ორი ვარსკვლავის' ანონსები გავიდა და
მაყურებელმა მონაწილეთა შესახებ შეიტყო, მოუთმენლად ელოდა ახალი მუსიკალური
პროექტის დაწყებას. მუსიკალურმა შოუმ სტარტი წინა ორშაბათს აიღო. იმავე
საღამოს სოციალური ქსელები ამ შოუსთან დაკავშირებული სტატუსებითა და
კომენტარებით აჭრელდა. 'ფეისების' უმეტესობა უკმაყოფილებას არ მალავდა და
ისინიც, ვინც ნოეს ამხნევებდნენ, მაგალითად, ლალი მოროშკინა, ყურის
ტკივილს უსვამდნენ ხაზს. ჩვენ პროექტის პროდიუსერთან, ნოე სულაბერიძესთან და მუსიკალურ ხელმძღვანელთან, რუსა მორჩილაძესთან ჩავწერეთ ინტერვიუ.
- ნოე, 'ორი ვარსკვლავის' პირველივე კონცერტს 'ფეისბუქზე' საოცარი სტატუსები მოჰყვა. მაყურებელი, ძირითადად, უკმაყოფილებას გამოხატავდა...
- მაყურებელში ცნობილ ადამიანებს გულისხმობთ?
- ჩემს მეგობრებში ძირითადად ჩემი რესპონდენტები ჭარბობენ, შესაბამისად, მათი უკმაყოფილო სტატუსები მომხვდა თვალში.
- მაშინ მაყურებელი და ცნობილი სახეები ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. რაც შეეხება მაყურებელს, როცა რაღაც არ მოსწონს, ამას აფიქსირებს იმით, რომ გადაცემას არ უყურებს. ძალიან მარტივია. ფსიქოლოგიური მომენტია, შეიძლება, რაღაც დიდად არ მოგწონდეს, მაგრამ საყურებლად გიზიდავდეს, სიამოვნებას არ განიჭებდეს, მაგრამ გაინტერესებდეს. ამიტომ მგონია, რომ კრიტიკის დიდი ნაწილი წამოვიდა იმ საზოგადოებისგან, რომელიც ან სხვა ტელევიზიის თანამშრომლია, ან განაწყენებულია ჩვენზე იმის გამო, რომ პროექტში ვერ მივიწვიეთ. ზოგადად კრიტიკას მივესალმები და თუ ის რეალურია, ვითვალისწინებ კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში მგონია, რომ კრიტიკა იყო სუბიექტური. სმენა და ხმა არ აქვთ მონაწილეებსო, რომ ამბობენ, პროექტი ამას მოიაზრებს კიდეც. ეს არ არის ვოკალური კონკურსი, სადაც მონაწილეები ერთმანეთს ხმაში ეჯიბრებიან. ეს არის გასართობი შოუ და სულ არ არის სავალდებულო, მონაწილეს კარგი ვოკალური მონაცემები ჰქონდეს. ბრიტანელები, ვისგანაც პროექტი ვიყიდეთ, პირიქით გვეუბნებოდნენ, უკეთესია, მეტი უსმენო მონაწილე გყავდეთ პროექტშიო. ფორმატი არის სახალისო.
- რატომ უნდა ვუყუროთ ისეთ მუსიკალურ პროექტს, რომელიც არც ვოკალზე, არც ხმაზე და არც სმენაზე არ არის გათვლილი?
- შეკითხვა არასწორად არის დასმული. მე ვამბობ, რომ მონაწილეს არ მოეთხოვება უნიკალური ვოკალური მონაცემები. უსმენო არავინაა. ერთი გამოსვლა შეიძლება, ბიონსემაც ჩააგდოს. ვის სთხოვენ პროფესიონალიზმს, ადამიანებს, რომლებიც პირველად გამოვიდნენ სცენაზე?! ძალიან ცუდი თვისება გვაქვს. კრიტიკისთვის ყველა ყოველთვის მზად არის და ჩუმად ვართ, როცა რაღაც კარგი კეთდება ან იმ კარგშიც პატარა გასაკრიტიკებელ დეტალს ვეძებთ. 12 ცნობილი სახე და 12 მომღერალია ჩვენს შოუში, მეტის უფლება, უბრალოდ, არ გვქონდა. ამიტომ ნუ გაგვინაწყენდებიან, შეიძლება, ახლა ვერ მივიწვიეთ, მაგრამ აუცილებლად გვეყოლებიან შემდეგ სეზონებზე მონაწილის, ჟიურის თუ წამყვანის სტატუსით ამ ან სხვა პროექტებში. ხშირად ვხედავ ტიპებს, რომლებიც ჩასაფრებულები არიან. ასეთ პოზიციაში მყოფნი ადვილად იშიფრებიან.
- 'ცეკვავენ ვარსკვლავებიც' იყო შოუ, თუმცა მისი არც ერთი მონაწილე ასე არავის გაუკრიტიკებია.
- არასწორი შედარებაა... ეს ფორმატი ზუსტად ამას მოიაზრებს...
- რას, რომ მონაწილეებს სმენა არ ჰქონდეთ?
- არ არის აუცილებელი, ჰქონდეს. ვინმეს ისეთი კარგი ხმა რომ ჰქონოდა, ვერ განგვესხვავებინა პროფესიონალი მომღერლისგან, შოუში არ მოვიყვანდით.
- რისი თქმა გინდა, სპეციალურად შეარჩიეთ მონაწილეები, რომლებსაც სმენა არ ჰქონდათ?
- არ ვამბობ, რომ ჩვენს კონკურსანტებს სმენა არ აქვთ, ყველას აქვს სმენა გარკვეული დოზით. უბრალოდ, ვიღაცამ მეტად ინერვიულა ეთერის წინ და ვიღაცამ - ნაკლებად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რიგითი მაყურებლის კრიტიკა აბსოლუტურად მისაღებია. თუნდაც არ იყოს რიგითი მაყურებელი და იყოს რომელიმე კონკურენტი ტელევიზიის წარმომადგენელი. არსებობს ობიექტური და სუბიექტური კრიტიკა. დიდი მნიშვნელობა აქვს, შენიშვნას რა ფორმით წერ. სადღაც იგრძნობა ბოღმა და სადღაც - იუმორი. მაგალითად, თიკო სადუნიშვილს იმდენად კარგი იუმორით გაჯერებული სტატუსი ჰქონდა, რომ თვითონ გამეცინა, არც გავღიზიანებულვარ. ასეთივე სტატუსი ჰქონდა პაატა იაკობაშვილს, 'რუსთავი 2'-ის ჟურნალისტს, - 'ნოემ ეს ხალხი კიდობნისთვის გაამზადაო'. ისე მომეწონა, დავაკომენტარე კიდეც.
- ისეთებიც იყვნენ, ვინც 'ორი ვარსკვლავი' 'იუმორინას' შეადარა.
- მართლა?
- კი, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის სტატუსში ამოვიკითხე ეს შედარება.
- ეკა კვესიტაძეს გადაცემებს არ შევადარებ არაფერს. ყველას თავისი შეხედულება აქვს.
- რეპერტუარიც დაგიწუნეს. დათო იმედაშვილი რუსულ სიმღერებზე აკეთებდა აქცენტს თავის სტატუსში...
- ყველამ თავის პროექტს მიხედოს და ყველამ თავის შედეგებს ჩახედოს. რაც შეეხება რუსულ სიმღერებს, არავინ არის ჩემზე დიდი პატრიოტი, განსაკუთრებით ისინი, ვინც მსგავს სტატუსებს წერს. მთავარია, საქმით რას აკეთებენ, თორემ 'ფეისბუქში' დადებული სტატუსებით, დახატული გულებით, დაშეარებული ფსევდოპატრიოტული ვიდეოებით ყველანი მაგრები ვართ. კარგად ვიცი, ვის რა გაუკეთებია და ვინ რა პატრიოტია.
- როცა რეპერტუარს არჩევდით, არ გიფიქრიათ იმაზე, რომ მაყურებლის ნაწილს რუსული სიმღერებით გააღიზიანებდით?
- არა. ნინა წკრიალაშვილი და ვახო რჩეულიშვილი კი მღეროდნენ რუსულ სიმღერას, მაგრამ უკრაინული ფორმა ეცვათ. რა მოხდა მერე.
- ტექნიკურ ხარვეზზე, აპარატურის გაუმართაობაზეც იყო ლაპარაკი. თვითონ ზურა ყიფშიძემ გაუსვა ამას ხაზი პირდაპირ ეთერში...
- არა, არა, ზურამ იმ მომენტში ვერ გაიგო, აპარატურის ბრალი იყო თუ სხვა ტექნიკური ხარვეზის. დადასტურებულად არაფერი უთქვამს, თუმცა ხარვეზებს არ უარვყოფ. ეს იყო ფორსმაჟორში გაკეთებული პირველი კონცერტი. იყო იმის საშიშროებაც, რომ 10-ში ეთერში ვერ გავიდოდით. თავიდან გრიბოედოვის თეატრიდან უნდა გავსულიყავით ეთერში და სამი დღით ადრე გადავეწყვეთ სხვა ლოკაციაზე. იდეალური, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. იდეალურისგან ძალიან შორს იყო ის, რაც ნახეთ. ეთერში, ფაქტობრივად, გენერალური რეპეტიცია გავიდა. ბევრისთვის ეს იყო პირველი ნაბიჯები, მათ შორის ჟიურისთვისაც და წამყვანისთვისაც. პირველად იჯდა ჟიურიში თეონა კონტრიძე, თუმცა მივიჩნევ, რომ ძალიან კარგად გამოუვიდა. ლელაც პირველად მოგვევლინა ასეთი მასშტაბური შოუს წამყვანის ამპლუაში.
- შენ რას მიიჩნევ ამ შოუს მთავარ ნაკლად, ხარვეზად?
- ალბათ, ხმას.
- მონაწილეების?
- არა, რას გადაეკიდეთ ამ მონაწილეებს, აპარატურას ვგულისხმობ.
- მე არა, მაყურებელი გადაეკიდა. 'სხვის მაგივრად მრცხვენიაო', ასეთი სტატუსიც ამოვიკითხე 'ფეისბუქში'. კარგი, ჟიურის დავუბრუნდეთ, რა კრიტერიუმით შეარჩიეთ ჟიური?
- ძალიან მარტივად, მუსიკისა და არტისტიზმის გათვალისწინებით.
- მაყურებელი იმასაც ამბობდა, ზურა ყიფშიძე ნასვამი იყოო.
- არა, გამორიცხულია. უბრალოდ, ზურაც ნერვიულობდა. მისთვისაც პირველია ეს ამპლუა. ადვილად არავინ დამთანხმებია, ჟიურის სამივე წევრის დარწმუნება მომიხდა, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩვენს პროექტში. ადვილად ამ წინადადებაზე არავინ თანხმდება მაშინ, როცა ყველას თავისი საქმე და დღის რეჟიმი აქვს. ნასვამი არ ყოფილა ზურა, უბრალოდ, ძალიან ნერვიულობდა და ეს ჩანდა კიდეც, ყველასთან ძალიან მოზომილი და ფრთხილი იყო.
- რასაც ვერ ვიტყვით თეონა კონტრიძეზე.
- ძალიან კარგი, რომ ვერ ვიტყვით. ჟიურის ყველა წევრს თავისი როლი აქვს, იმიტომაც მომწონს, რომ ისინი ერთმანეთს არ ჰგვანან.
- მიშა ხუჯაძის ზურგით დგომასთან დაკავშირებულ ინციდენტზე რას იტყვი. ეს არ იყო კონკურსანტის შეურაცხყოფა?
- არა, რატომ? ამასაც გამოხმაურება მოჰყვა? ხუმრობა იყო, ადამიანები კარგად იცნობენ ერთმანეთს და იხუმრეს.
- ნოე, რეიტინგს გაუსვი ხაზი, ითვალისწინებ ალბათ იმას, რომ ამ ეტაპზე კონკურენტი არ გყავს?
- ძალიან მწყინს, რომ არ მყავს, დიდი აზარტით ველოდები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე გაცილებით ადრე დაიწყეს ანონსების კეთება, ველოდი, რომ ერთ დროს შევიდოდით ეთერში. ჯერჯერობით რომ არ არიან, ამაზე ძალიან ვნერვიულობ. ვნახოთ, რა იქნება.
- როგორც მახსოვს, 'ცეკვავენ ვარსკვლავებით' ვერ მოუგე მაია ასათიანს.
- 'პროფილს'? შენ 'რუსთავი 2'-ში ხომ არ მუშაობ?
- არა, 'რეიტინგის' ჟურნალისტი ვარ. უბრალოდ, ნანახი მაქვს რეიტინგები, რომელშიც 'პროფილი' პირველ ადგილზე იყო.
- მე მგონია, რომ სირცხვილია უკვე ამაზე ლაპარაკი. რეიტინგებს ორივეს ერთი და იგივე კომპანია გვიგზავნის. მაია ასათიანს აბსოლუტურად ყველა გადაცემა მოვუგე. ის, რაც თქვენ ნახეთ, იყო ხუთწუთიანი მონაკვეთი, როცა ჩვენ რეკლამაზე ვიყავით გასული და 'პროფილი' - ეთერში. ასე მაყურებლის შეცდომაში შეყვანა ძალიან მარტივია. ისეთი დიდი სხვაობა ჰქონდა ამ ორ გადაცემას, შეკითხვაც კი მეზედმეტება ამაზე. ახლაც ზუსტად ამიტომ შევდივარ ორშაბათის ეთერში, რომ კიდევ ერთხელ მოვიგოთ. და მათ, ვინც სუბიექტურად გვაკრიტიკებს, ვეტყვი, გაერთეთ ან გადართეთ.
- რუსა, დიდი კრიტიკა ხვდა წილად 'ორი ვარსკვლავის' პირველ კონცერტს.…
რუსა მორჩილაძე:
- არ ვიცი, ვინ აკრიტიკებს?
- სოციალურ ქსელში დიდი ამბავია ატეხილი.
- მე არ მაქვს 'ფეისბუქი', იმდენი საქმე მაქვს, რომ ვიღაცების სტატუსების საკითხავად არ მცალია. მითხარით, რას ამბობენ.
- მაყურებლის კრიტიკა მონაწილეთა არამუსიკალურობას ეხებოდა. 'იუმორინასაც' შეადარეს პროექტი, იყო ხუმრობა ნოეს კიდობანზეც.…
- კარგია, ეს მომწონს. ჩვენ ერთად ისეთ დროს ვატარებთ, კარგი იდეაა, კიდობანშიც გავმხიარულდებოდით.
- ამბობენ, რომ პროექტის მონაწილეებს სმენა არ აქვთ.
- ეს არ არის პროექტის მუსიკალური მხარე, ეს გენეტიკის ამბავია. მე მივიჩნევ, რომ ჩვენს პროექტში უსმენო არავინაა. უბრალოდ, ისინი არაპროფესიონალები არიან. შოუ ბერძნული სიტყვაა და სანახაობას ნიშნავს. ჩვენ ჩაიკოვსკის კონკურსი არ გვაქვს. მიდგომა არასწორია. ეს ქართული ამბავია, ამიტომ ამ კრიტიკას სერიოზულად არ ვუდგები. აქ არიან შინაგანად თავისუფალი ადამიანები, რომლებმაც გარისკეს, მოვიდნენ რომ გაერთონ, ცოცხალ ბენდთან ერთად იმღერონ და გაართონ მაყურებელიც. ჩვენ ისე კარგად ვართ ერთად და ისეთ კარგ დროს ვატარებთ, ვიღაცების ფეისბუქ-სტატუსებით ნამდვილად ვერ გავიფუჭებთ ხასიათს. რეიტინგი სხვა რამეზე მეტყველებს. ეს კრიტიკოსები, თავი ნიჭიერები რომ ჰგონიათ, სუფრასთან მინახავს, დო დიეზის მაგივრად, რე დიეზს რომ იღებენ. ეს არის ჩემი საყვარელი პროექტი და დიდ სიამოვნებას ვიღებ მასზე მუშაობით.
- ხარვეზებზე რას მეტყვი?
- ხარვეზების გარეშე არაფერი არსებობს. გიჟი უნდა იყო, რომ დაიჯერო, იდეალური პროექტი გამოვიდაო. ძალიან რთული პროექტი გამოდგა, ცეკვებზე 4-ჯერ უფრო რთული. ფაქტობრივად, არ გვძინავს არც დღე და არც ღამე. აქ მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში არ უმღერიათ და პირიქით, უნდა შევაქოთ, ვუგულშემატკივროთ. რატომ არის ვალდებული სპორტსმენი, მოჭადრაკე, მორაგბე ან მოქანდაკე, პროფესიონალურ დონეზე იმღეროს?! არ არის ეს აუცილებელი, თორემ ჩემზე უკეთ ვინ იცის, როგორია პროფესიონალური შესრულება?!
- რეპერტუარი დაგიწუნეს, რუსულ სიმღერებზე აპელირებდა დათო იმედაშვილი…
- მაგაზე კომენტარს როგორ გავაკეთებ!
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი 'რეიტინგი'